|
2016-04-20 12:38:03, 995 ნახვა
მსოფლიო
აშშ ე.წ. პანამის დოკუმენტებზე გამოძიებას იწყებს
აშშ-ში “პანამურ დოკუმენტებთან” დაკავშირებით გამოძიება იწყება. The Guardian-ის ცნობით, ამის შესახებ ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის ფედერლურმა პროკურორმა პრიტ ბჰარარამ განაცხადა. გამოცემის ცნობით, ბჰარარამ მიმართა გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმს დამატებითი ინფორმაციის მიწოდებისა და გამოძიებაში დახმარების თხოვნით. ცნობისთვის, საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონსორციუმმა სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებშიც მსოფლიო ლიდერების მიერ ფულის გათეთრების ფაქტებზეა საუბარი. ჟურნალისტებმა პანამაში რეგისტრირებული იურიდიული კომპანიის მოსაკ ფონსეკას საიდუმლო დოკუმენტები გახსნეს. დაახლოებით 11 მილიონი დოკუმენტიდან იკვეთება, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ე.წ. საგადასახადო სამოთხეებს (ოფშორულ ზონებს) ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. ერთ-ერთ დოკუმენტში ნახსენებია საქართველო, კერძოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ბრიტანული ვირჯინიის კუნძულების საფინანსო გამოძიების სააგენტოსა და მოსაკ ფონსეკას შორის არსებული მიმოწერიდან ირკვევა, რომ ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებული კომპანია Lynden Management-ის მფლობელი ივანიშვილია. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მოსაკ ფონსეკას მომსახურებით აქტიურად სარგებლობდნენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები, რომლებმაც 2 მილიარდი ამერიკული დოლარი გაათეთრეს. ინფორმაციის გაჟონვამდე ერთი კვირით ადრე კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მასშტაბური ინფორმაციული თავდასხმა მზადდებოდა. დოკუმენტები ასევე შეიცავს უკრაინის პრეზიდენტის, ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილების, საუდის არაბეთის მეფისა და ფიფას მაღალჩინოსნების მიერ კონტროლირებული კომპანიების შესახებ. დოკუმენტებში ჩანს ფეხბურთელ ლიონელ მესისა და მისი მამის სახელები. ესპანეთში მესის მიერ გადასახადებისთვის თავის არიდებასთან არსებული ეჭვების გამო გამოძიება უკვე მიმდინარეობს. მოსაკ ფონსეკა პანამური იურიდიული ფირმაა. ის ოფშორულ ზონებში, როგორიცაა შვეიცარია, კვიპროსი და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, კომპანიებს არეგისტრირებს. ამერიკის გამოძიების დეტალები და მისი ფიგურანტების ვინაობა უცნობია. გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ “პანამურ დოკუმენტებში” აშშ-ის 200-ზე მეტი მოქალაქეა ნახსენები. მათ შორის რამდენიმეს წინააღმდეგ, The Guardian-ის ცნობით, პროკურორი ბჰარარა წარსულში გამოძიებას უკვე ატარებდა. პროკურორი პრიტ ბჰარარა აშშ-ში ცნობილია როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი, რომელიც აშშ-ში ასამდე გავლენიანი ფინასისტისა და ბანკების წინააღმდეგ იძიებდა საქმეებს. ამერიკულმა გამოცემა Time-მა ბჰარარა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა. 2013 წელს პრიტ ბჰარარა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ პირების “შავ სიაში” შეიყავნა,რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. სწორედ ეს პროკურორი იძიებდა 2010-2011 წლებში იარაღით უკანონო ვაჭრობაში ბრალდებულის რუსეთის მოქალაქის ვიქტორ ბუტის საქმეს. 2013 წელს ბჰარარამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელშიც რუსი კრიმინალური ავტორიტეტი ალიმჯან ტოხტუხანოვი მეტსახელად “ტაივანჩიკი” შედიოდა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)