02:01 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 11:51:00, 633 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირმა შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ახალი პუნქტი ჩაამატოს, რაც სავიზო რეჟიმის აღდგენას გულისხმობს

ევროკავშირმა საქართველოსთვის, უკრაინისთვის თურქეთისთვის და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, ახალი პუნქტი ჩაამატოს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლებას მისცემს.

ამის შესახებ გერმნაული გამოცემა Die Welt am Sonntag დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ეს ნიშნავს, რომ  უვიზო რეჟიმი შეუზღუდავი არ იქნება და მისი სწრაფად გაუქმება იქნება შესაძლებელი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დამატებით პუნქტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრებს საბოლოო გადაწყვეტიელბა მიღებული ჯერ არ აქვთ და ამ საკითხის განხილვა 21 აპრილს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.

გამოცემა აქვე წერს, რომ თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება ანკარას მიერ მიგრაციული შეთანხმების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. თურქეთის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამოცემის ცნობით, სავიზო რეჟიმი მალევე აღდგება.

ცნობისთვის, უკრაინასთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში სავიზო რეჟიმის აღდგენის შესახებ პუნქტის ჩამატების შესახებ რამდენიმე დღის წინ სააგენტო Reuters-იც იტყობინებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics