22:42 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 18:17:32, 396 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორსის შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბრის მთავარი თემები სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგია და უმცირესობებთან დაკავშირებული პრიორიტეტები იყო.
უმაღლესმა კომისარმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის იმპლემენტაციას, რომელიც ეუთო-ს დახმარებით შემუშავდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა, ეროვნული უმცირესობების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ყველაფერს აკეთებს და იმ სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება.

ეუთოს უმაღლესმა კომისარმა დადებითად განათლების მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა შეაფასა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმაა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა დამწყები ბიზნესის დაფინანსების ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ, რომელიც მთავრობის ინიციატივით შეიქმნა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხელს შეუწყობს ამ პროცესში ეროვნული უმცირესობების მაქსიმალურ ჩართულობას.

შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე დაესწრნენ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics