|
2016-04-13 20:07:16, 1019 ნახვა
სხვადასხვა
TBILISI OPEN AIR 2016 3 დღე, 3 სცენა, 12 ქვეყანა, 40-ზე მეტი არტისტი
29, 30, 31 ივლისს, თბილისი რეგიონის მთავარ მუსიკალურ მოვლენას უმასპინძლებს. ქვეყნის მუსიკალურ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ლაინაფის მქონე ფესტივალი ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ახალი იპოდრომის საზღვარზე ჩატარდება. TBILISI OPEN AIR-ის დებიუტი 2009 წელს შედგა და მას შემდეგ, ყოველწლიურად ათიათასობით ქართველი და უცხოელი მსმენელის მოძრავი მისამართია – ადგილი, სადაც მუსიკა ათავისუფლებს. 2016-ში მისამართი განსაკუთრებული იქნება, სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების ფონს კი თორმეტი ქვეყნის 40-ზე მეტი გამორჩეული არტისტი შექმნის. ისინი დაუკრავენ არა ყველასთვის, არამედ თითოეულისთვის. ფესტივალის მასშტაბი იზრდება, მაგრამ ფასი მცირდება: 16 მაისამდე დღიური ბილეთი 35 ლარი, აბონემენტი 80 ლარი ეღირება, ხოლო ფესტივალის დასრულებამდე – ბილეთი 50, აბონემენტი 120 ლარი. TBILISI OPEN AIR-ის სალაროები 14 აპრილიდან იხსნება – სპორტის სასახლესთან, ასევე ონლაინ მისამართზე: tbilisiopenair.ge მუსიკა ათავისუფლებს
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)