04:13 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 12:26:10, 379 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც 13-14 აპრილს დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები დიდი ბრიტანეთის მინისტრთან ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონთან, საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოღლისთან და ჯგუფის წევრებთან.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვა გაერთიანებული სამსახურების სამეფო  ინსტიტუტში (RUSI).

გარდა ამისა, ლონდონის ევროპის სახლში დავით ბაქრაძე დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული ინგლისურენოვანი კრებულის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაციას დაესწრება. მოწვეული სტუმრებისა და დაინტერესებული საზოგადოების წინაშე კრებულის შესახებ მწერალი და რედაქტორი ზურაბ ქარუმიძე, ასევე, ერთ-ერთი თანაავტორი, მწერალი აკა მორჩილაძე ისაუბრებენ. ქართველი ავტორები საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროპული და ქართული კულტურის ისტორიულ პარალელებსა და პოლიტიკურ-კულტურულ პერსპექტივებზე ისაუბრებენ. 

პრეზენტაცია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდება. პროექტი “Where Europe Meets Asia: Georgia 25 - A Cultural Feast in London marking 25 Years since the Restoration of Georgia’s Independence”  11-დან 17 აპრილის ჩათვლით ლონდონში  წიგნის ბაზრობის პარალელურად იმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics