2016-04-09 22:56:55, 487 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი პრეზიდენტის მიერ არჩევნების დღის გამოცხადებაზე: ეს არის სრული დივერსია
"ეს არის სრული დივერსია" - ასე შეაფასა "კურიერის" პირდაპირ ეთერში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტის მიერ არჩევნების გამოცხადება.
ნათელაშვილი 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პრეზიდენტის მხრიდან "უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას" უწოდებს.
"პრეზიდენტმა უპასუხისმგებლობის აქტით საარჩევნო აქტიური პერიოდის 2 კვირა დაგვიტოვა. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ვერაგობის აქტსაც შევადაროთ. მან მხოლოდ უფროსობასთან შეათანხმა. არჩევნების 8 ოქტომბერს არჩევნების ჩატარება მხოლოდ აწყობს ერთს, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო. ეს აწყობს ბიძინა ივანიშვილს, რომ მოაყომაროს სექტემბერში ყველაფერი. ამ დროს არჩევნების დანიშვნა არის სრული დივერსია," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან