|
2016-04-07 20:50:21, 1557 ნახვა
Lifestyle
რამიშვილი "ტელეიმედზე": "იმედმა" 5 აპრილს პირობების დარღვევით ხელშეკრულება შეწყვიტა
შპს "ტელეიმედთან" საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტას, შალვა რამიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით უკვე გამოეხმაურა. Facebook საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი წერს, რომ "ტელეიმედმა“ 5 აპრილს მოულოდნელად და პირობების დარღვევით "აკორდთან" ხელშეკრულება შეწყვიტა. "ექსპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: მეგობრებო! როგორც იცით „იმედმა“ 5 აპრილს მოულოდნელად და პირობების დარღვევით შეწყვიტა ხელშეკრულება იმ ფირმასთან, რომელიც ამზადებდა „ილო ბეროშვილი შოუს“, სკეტჩ შოუს „ერთხელ საქართველოში“, ეთერში ჯერ არგასულ სერიალს „ორი დაქალი“, უზრუნველყოფდა ჩემს მონაწილეობას გადაცემა „პოლიტიკაში“. დღემდე, მიუხედავად ჩემი არაერთი მოთხოვნისა, „იმედს“ არც ჩემთვის, არც ფირმისთვის და არც საზოგადოებისათვის არ განუმარტებია ამ ქმედების მიზეზი. ამასთან, ვრცელდება ხმები თითქოს ეს ყოველივე დაკავშირებულია ჰიპოთეტიურად არსებულ სექსუალური შინაარსის ფარულ ჩანაწერთან, რომელიც თითქოს აქვს კომპანიის ყოფილ თანამშრომელს თათია სამხარაძეს (ფსევდონიმი - ტასო ბარნოვა) და რომელიც შეიცავს სს დანაშაულის ნიშნებს ან/და არის ჩემი რეპუტაციის შემლახავი. აგერთვე ჟურნალისტურ წრეებში ვრცელდება ხმები, რომ თითქოს ამ ჩანაწერს გაეცნო რუსთავი 2 ის ზოგიერთი თანამშრომელი, მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი. მოვითხოვ თათია სამხარაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა ასევე ნებისმიერმა პირმა, რომელსაც თითქოს აქვს აღნიშნული ჩანაწერი ან იცის მისი შინაარსის შესახებ საჯაროდ განახცადოს ამის თაობაზე. მე ორი დღის წინ უკვე შევიტანე განცხადება პროკურატურაში. მოვითხოვ "იმედის" ხელმძღვანელობისაგან: ტელევიზიის დირექტორმა უთხრას თქვენს მონა-მორჩილს, სამსახურის გარეშე დარჩენილ ჩემს 50 თანამშრომელს და რა თქმა უნდა საზოგადოებას - გაეცნო თუ არა „იმედის“ ხელმძღვანელი ამ რაღაც ჩანაწერს და არის თუ არა ეს კონტრაქტების ნაჩქარევი და იურიდიულად გაუმართვი შეწყვეტის მიზეზი. ასევე მივმართავ ყველას ვისაც ეს ეხება. თუ გაეცანით ჩანაწერს ან მოიპოვეთ იგი და თუ ჩანაწერში იკვეთება რაიმე სახის დანაშაული მაშინ თქვენი ვალია აცნობოთ ამის შესახებ პროკურატურას. თუ ვინმე საკუთარ თავს რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლად მიჩნევს განაცხადოს ამის თაობაზე საჯაროდ ან მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს. ყურადღება! თუ ეს რაღაც ჩანაწერი შეიცავს ჩემს მაკომოპრემენტირებელ ცნობებს მაშინ ყველას ვალია არ დაუშვათ ჩანაწერის უკანონო გასაჯაროება რაც შესაბამის სამართლებრივ შედეგებს გამოიღებს. მე დასამალი აღარაფერი მაქვს!
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)