|
2016-04-07 11:53:02, 1163 ნახვა
მსოფლიო
მთიან ყარაბაღში ზავის რეჟიმი დაირღვა - გარდაცვლილია 1 სამხედრო
მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაძაბულია. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ზავის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი რამდენჯერმე გახსნა, რასაც ერთი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. მათივე თქმით, აზერბაიჯანელებმა ე.წ ურთიერთშეხების ხაზთან სასწრაფო დახმარების მანქანაც დაცხრილეს, თუმცა ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საწინააღმდეგოს ამტკიცებს აზერბაიჯანული მხარე. ოფიციალური ბაქოს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ზავის რეჟიმს სისტემატიურად არღვევენ. globalpower.org-ის იფორმაციით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, აზერბაიჯანული ჯარი ინტენსიურად გადის მომზადებასა და ეკიპირებას. მათივე ცნობით, თებერვალში რუსეთმა სომხეთს 200 მილიონი დოლარის კრედიტი რუსული სპეცტექნიკის შესაძენად გადაურიცხა. როგორც globalpower.org იტყობინება, აზერბაიჯანის სამხედროების რაოდენობა 2016 წლის მონაცემებით 66 ათასს შეადგენს, ხოლო სომხეთის არმია 60 ათასს სამხედროს მოიცავს. წინასწარი ინფორმაციით, ყარაბაღის შეიარაღებული ძალების რიცხვი 20-22 ათას სამხედროს მოიცავს, გარდა ამისა 20-30 ათასი ადამიანი რეზერვშია. შეგახსენებთ, რომ კონფლიქტი მთიან ყარაბაღში 2 აპრილს დაიწყო. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 5 აპრილს 12 საათზე შევიდა ძალაში. ცნობისთვის, საომარი მოქმედებები ყარაბაღში 1988-დან 1994 წლამდე გრძელდებოდა, შემდეგ კი ზავის რეჟიმი შევიდა ძალაში.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)