2016-04-05 19:01:55, 403 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე: პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრისას საკადრო ცვლილებებზე მსჯელობა არ ყოფილა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განუცხადა.
თედო ჯაფარიძეს ჟურნალისტებისთვის არ დაუკონკრეტებია რატომ დატოვა პრეზიდენტმა შეხვედრა დროზე ადრე.
თედო ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავრობაში განსახორციელებელ საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ნატოს ვარშავის სამიტი განიხილეს ასევე ის თუ რა ფორმატით წარსდგება კოალიცია ოქტომბრის არჩევნებზე.
ცნობისთვის აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტი რეზიდენციაში ბრიფინგს გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მარგველაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ შეხვედრა მეგობრული იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან