17:53 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 11:46:51, 454 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: აღარ იქნება იმაზე საუბარი, რომ ამომრჩეველმა ერთი პარტიის ხათრით მეორეს, ან მესამეს მისცეს ხმა

ვიცე-პრემიერ კახი კალაძის შეფასებით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვინაიდან ქვეყანაში სხვადახვა გემოვნების ამომრჩეველია მათ შესაძლებლობა ექნებათ სწორი არჩევანი გააკეთონ.

„უმრავლესობის დაშლაზე გამიჭირდება საუბარი, რადგან ამაზე განცხადება ჯერ არავის გაუკეთებია, თუმცა პროცესს რაც შეეხება ის ძალიან დადებითია.

პროცესები რომელიც მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და ის დემოკრატიულია. 2012 წლიდან საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით, თქვენ იცით რომ სხვადასხვა გემოვნების ამომრჩეველია.

ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა გააკეთოს თავისი არჩევანი და არ იქნება მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ერთი პარტიის ხათრით მეორეს ან მესამეს მისცეს ხმა. ძალიან ბევრი შესაძლებლობა ექნება ამომრჩეველს გააკეთოს საკუთარი არჩევანი. პარტიასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არავითარი ცვლილებბა არ იგეგმება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ახალ სახეებს კალაძის განმარტებით, აქცენტი გაკეთებული იქნება სუფთა წარსულზე, განათლებასა და პროფესიონალიზმზე.

„ვფიქრობთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ ადამიანების წარდგენა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics