|
2026-05-21 15:04:37, 221 ნახვა
პოლიტიკა
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
კომუნიკაციების კომისია ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება. „ოცნების სუსი“, „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „რეჟიმის პროკურატურა“, „ივანიშვილის ხელისუფლება“, „პროსამთავრობო რუსთავი 2“, „რეჟიმის სასამართლო“, „ოლიგარქის გარემოცვიდან“ და სხვ.“, - ComCom-ის თქმით, ამ ფრაზების გამოყენებით ფორმულამ მიმდინარე საკითხები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონს არღვევს. განხილვა დღეს, 21 მაისს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. ეს არ არის ტერმინების გამო დავის პირველი შემთხვევა. მანამდე, 2025 წლის ივლისში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივრებზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. კომისიამ TV პირველი და ფორმულა - სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა არ დააჯარიმა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქართული ოცნების საჩივრები ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ დასაშვებად 5 ივნისს ცნო. ირაკლი კობახიძის წარმომადგენელი ფორმულასა და TV პირველს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ. კერძოდ, მოცემული იყო ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტის, სხვადასხვა თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას: "არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო". განსაკუთრებით ყურადღება დაეთმო ქართული ოცნების მთავრობის "რეჟიმად მოხსენიებას". საჩივარში მრავალჯერ მოიცავდა ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "რეჟიმის პატიმარი," რეჟიმის წარმომადგენელი" და ა.შ. ქართული ოცნება ფორმულას ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამოც უჩიოდა.
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)