|
2015-02-19 11:11:10, 487 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება მინსკის შეთანხმების მხარეებს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში, ქალაქ დებალცევოში და მის ირგვლივ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს. საგარეო უწყება მინსკის შეთანხმების ხელმომწერ მხარეებს მოუწოდებს, სრულად შეასრულონ აღებული ვალდებულებები და პატივი სცენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ 17 თებერვალს მიღებულ რეზოლუციას. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ, ქ.დებალცევოში და მის ირგვლივ რუსეთის ფედერაციის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წარმოადგენს მინსკში მიღებული შეთანხმების ცეცხლის შეწყვეტის, მძიმე შეიარაღებული ფორმირებებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანის თაობაზე შესაბამისი მუხლების უხეშ დარღვევას და სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს მოცემული შეთანხმების რეალიზაციის შესაძლებლობას. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ სეპარატისტები დღემდე არ აძლევენ საშუალებას ეუთო-ს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას, მონიტორინგი განახორციელოს დებალცევოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ „ნორმანდიული ფორმატის“ მონაწილეები მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ, ვითარების შემდგომი ესკალაციისა და მისი კონტროლიდან გამოსვლის თავიდან აცილების მიზნით. ამასთან, მოვუწოდებთ 2015 წლის 12 თებერვლის მინსკის შეთანხმების ხელმომწერ მხარეებს, სრულად შეასრულონ აღებული ვალდებულებები და პატივი სცენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ა.წ. 17 თებერვალს მიღებულ №2202 რეზოლუციას”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)