|
2016-04-02 14:26:29, 1408 ნახვა
მსოფლიო
ე.წ. მთიანი ყარაბაღი - ვითარების ესკალაცია თურქეთის ბრალია
მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაცია თურქეთის ბრალია, - ამის შესახებ ე.წ. მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა დავით ბაბაიანმა განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ აზერიბაიჯანის მსგავსი ქმედებები, მხოლოდ აზერბაიჯანის ინიციატივა არ არის. მას გარკვეული ძალები უჭერენ მხარს, მათ შორის, პირველ რიგში თურქეთი“, - აღნიშნა ბაბაიანმა. მისივე თქმით, რეგიონში ვითარების მსგავსი ესკალაცია 1994 წლის შემდეგ არ ყოფილა. „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მძიმე ტექნიკას იყენებენ. ფრონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე ისინი ფრონტის გარღვევას ცდილობენ, თუმცა ადეკვატურ პასუხს იღებენ და დიდი დანაკარგით თავიანთ პოზიციებზე ბრუნდებიან“, - განაცხადა დავით ბაბაიანმა. ცნობისთვის, კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები დღეს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ. მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)