07:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-02 17:25:02, 1343 ნახვა

პოლიტიკა
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებს გდდ-ს ახალი ხელმძღვანელი, ბაადურ შენგელია წარუდგინა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - პოლიციის პოლკოვნიკი ბაადურ შენგელია წარუდგინა.

სულხან თამაზაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრას, ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი რომან ქარცივაძეც ესწრებოდა.

ბაადურ შენგელიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შენგელიამდე აღნიშნულ თანამდებობას რომან ქარცივაძე იკავებდა. ახლა ის სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ხელმძღვანელად დაინიშნა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics