07:02 - 10 May, 2026
|
2026-04-26 09:53:14, 1490 ნახვა
მსოფლიო
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა - თავდამსხმელი დაკავებულია. ვაშინგტონ ჰილტონში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ყოველწლიურ ვახშამს ტრამპი, მელანია ტრამპი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. ტრამპისა და მისი მეუღლის ევაკუაცია მაშინვე მოხდა. ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. Fox News წერს, რომ სროლა სასტუმროს მთავარ შესასვლელთან, უსაფრთხოების შემოწმების ზონასთან მოხდა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. Fox News-ის ცნობით, ეჭვმიტანილი დარბაზში ირაღით შეჭრას ცდილობდა, თუმცა დაცვის სამსახურმა ის შეაჩერა. ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ინციდენტის დროს 1 პოლიციელი დაიჭრა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)