|
2026-04-10 12:24:37, 8772 ნახვა
სამართალი
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ძალადობის შედეგად გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის საქმეს იძიებენ. ცოტა ხნის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე ბავშვის დეიდა დააკავა. გამოძიების ვერსიით, ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა დეიდამ მცირეწლოვანს განზრახ მიაყენა მძიმე დაზიანებები. ამასთან აცხადებენ, რომ დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკითა და ძალადობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. დაკავებულ დეიდას თავისუფლების აღკვეთა 8-დან 12 წლამდე ვადით ემუქრება. სისხლის სამართლის საქმე ამოღებულია გულრიფშის რაიონის ე.წ. პროკურატურის წარმოებიდან და გადაცემულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი საავადმყოფოში სწორედ დეიდამ მიიყვანა. მას და მის ქმარს თავიანთი ოთხი შვილი ჰყავთ. ბავშვის სიკვდილს ოკუპირებულ აფხაზეთში შეშფოთება მოჰყვა. მომხდარის შემდეგ მოსახლეობამ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მიღება მოითხოვა. ადგილობრივი მედია წერდა, რომ ბავშვი 7 აპრილს საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს, ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)