14:34 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 17:21:13, 412 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: შევეცდებით, საქართველოს მიმართ არსებული დიდი ინტერესის რეალიზება მოვახდინოთ

„ეკონომიკური ფართო პარტნიორობის მშენებლობა არის ჩვენი ურთიერთობის შემდგომი ნაბიჯი, ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, ფილიპ ჰამონდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბრითიშ პეტროლიუმი საქართველოში 2 მილიარდი ევროს ოდენობის პროექტს რომ ახორციელებს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს არაერთი წარმატებული მაგალითი ბრიტანული ინვესტიციების“, - განაცხადა  გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით,  დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მსხვილ ბრიტანულ საინვესტიციო ფონდ „LGM investments“,-ის წარმომადგენლებს შეხვდება, რომელიც საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია.

 „ეს ფონდი კონკრეტულად ჩამოსულია იმისათვის, რომ განიხილოს სხვა ინვესტიციები , საინვესტიციო პორტფელი გააფართოვოს, საფინანსო სექტორის გარდა განიხილოს სხვა მიმართულებები. ასე, რომ ინტერესი საქართველოს მიმართ არის ძალიან მაღალი და ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ ინტერესის რეალიზება მოვახდინოთ და კონკრეტულ ინვესტიციებად ვაქციოთ“, - განაცხადა გიროგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics