|
2016-03-30 11:45:08, 351 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: საქართველო ცდილობს გლობალურ უსაფრთხოებაში მეტი წვლილი შეიტანოს
„საქართველო ცდილობს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მეტი წვლილი შეიტანოს გლობალურ უსაფრთხოებაში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიიარტოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, უნგრეთი საქართველოს მეგობარი და მყარი პარტნიორია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. "დღეს ევროკავშირი დგას უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე. ამ გამოწვევებზე პასუხი კი არის მეტ ერთობაში, პარტნიორობასა და თანამშრომლობაში იმ ქვეყნებთან რომლებიც მზად არიან ამ პრინციპების დაცვაში. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც დგას ევროპასთან ერთად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ცდილობს რაც შეიძლება მეტი წვლილი შეიტანოს ევროპისა და გლობალურ უსაფრთხოებაში" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. ამასთან, მისივე განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს მთავრობის ევროინტეგრაციულ პოლიტიკას და და განვაგრძობს საკუთარი წვლილის შეტანას იმ უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაში, რომელის წინაშეც ევროპა და საქართველოს პარტნიორები დგანან.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)