13:12 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 23:04:22, 566 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი შიხიაშვილის გადადგომა 27 მარტს გმირთა მოედანზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება

როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის გადადგომა, 27 მარტს გმირთა მოედანზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

გმირთა მოედანზე  შეკრებილი ვეტერანები, ვეტერანთა ჰოსპიტალის დაფინანსების აღდგენას, ირაკლი შიხიაშვილის გადადგომასა და ვეტერანთა სამსახურში ფინანსური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, აუდიტის შესვლას ითხოვდნენ. „ექსპრესნიუსისთვის“  ინფორმაციით, აქციაზე ვეტერანთა დეპარტამენტის მეორე ჯგუფი ირაკლი შიხიაშვილმა მიიყვანა და იქ შეკრებილ ვეტერანებს დაუპირისპირა. ვითარება ისე  დაიძაბა, რომ ვეტერანთა ორ ჯგუფს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოხდა. როგორც წყარო გვეუბნება, შიხიაშვილს თანამდებობის დატოვება სწორედ ამ ინციდენტის გამო მოუწია.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics