|
2016-03-29 19:47:49, 752 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გაეროში აკრედიტებულ ცხრა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაეროში აკრედიტებულ ცხრა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს უმასპინძლა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე ისაუბრეს. თავდაცვის სამინისტროში მოსვლამდე სტუმრები ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებულ ვითარებას გაეცნენ და წეროვანში მცხოვრები დევნილებიც მოინახულეს. გაეროში აკრედიტებულმა ელჩებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს, იმედი გამოთქვეს, რომ გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მათ კონფლიქტების მოგვარების კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი. შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელმა ყურადღება მსგავსი ვიზიტებისა და უღიარებლობის პოლიტიკის ფარგლებში აღნიშნული ქვეყნებთან დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს, სწორედ, აფრიკის, ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის ქვეყნების ელჩებთან. საქართველო მტკიცედ დგას არაღიარების პოლიტიკის გზაზე და ყველა ღონეს მიმართავს იმისათვის, რომ ჩვენს რეზოლუციას გაეროში უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს ყოველწლიურად. წელს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ბუნებრივია, იგეგმება ამ რეზოლუციის ხელახლა შეტანა. ბუნებრივია, უნდა გაგრძელდეს არაღიარების პოლიტიკა, ამიტომ, დიალოგი უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. მადლობა მინდა ვუთხრა გაეროში ჩვენს წარმომადგენელს, კახა იმნაძეს, რომელმაც ეს ვიზიტი მოაწყო. ერთია, როდესაც შენ უყვები ადამიანებს ოკუპაციის შესახებ და, მეორეა, როდესაც ისინი საკუთარი თვალით ნახავენ ამ ოკუპაციას. გაცილებით უფრო შთამბეჭდავი და შედეგის მომტანია ასეთი ვიზიტები. ამიტომ, ვისურვებდი, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებთან წარმოებული დიალოგის გარდა, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია გვქონდეს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთანაც, მათი თანამონაწილეობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ არაღიარების პოლიტიკა დარჩეს ისეთივე მტკიცე, როგორიც არის დღემდე და გაეროში ჩვენმა რეზოლუციამ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი მოიპოვოს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, თავდაცვის მინისტრი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერია და გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომდგენელი კახა იმნაძე დაესწრნენ. საქართველოში სტუმრად მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში არიან კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)