|
2026-02-10 20:26:34, 9779 ნახვა
სხვადასხვა
სამთავრობო პროპაგანდისტული იმედის 10-10%-იანი წილი 5-მა ჟურნალისტმა 100-100 ლარად იყიდა
სამთავრობო „იმედის“ მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10-10%-იანი წილი ნათია სონღულაშვილმა, ირაკლი ჩიხლაძემ, მარიამ ლომიძემ, მაია ჩიგოშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად იყიდეს. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად ილია მიქელაიშვილის კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ 30 იანვარს იყიდა და იკისრა ვალდებულება, რომ „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იან წილს ტელეკომპანიის წარმომადგენლებს არაუგვიანეს 3 თვის ვადაში გადასცემდა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისთვის „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა, მარიამ ლომიძემ დღეს მიმართა და წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაც წარუდგინა. „დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“ - „იმედმა“ ირაკლი რუხაძის განცხადება ტელეკომპანიიდან მისი და მისი პარტნიორების გასვლის შესახებ 6 თებერვალს გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)