07:02 - 10 May, 2026
|
2026-02-05 10:38:29, 5319 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ოფიციალურად, ბრძოლის ველზე 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო დამცველების მნიშვნელოვანი რაოდენობა კვლავ დაკარგულია. ამის შესახებ, ზელენსკიმ France 2-თან ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინაში 55 000 ჯარისკაცი, როგორც პროფესიონალი, ასევე მობილიზებული, ოფიციალურად დაიღუპა ბრძოლის ველზე“. - აღნიშნა ზელენსკიმ. მან დასძინა, რომ ასევე არის „დიდი რაოდენობით ადამიანი, რომელსაც უკრაინა დაკარგულად მიიჩნევს“. გასული წლის თებერვალში NBC-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დროს 46 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ათიათასობით ადამიანი დაკარგულია ან ტყვეობაშია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)