|
2026-02-04 13:20:22, 1086 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა
საქართველოს ბანკის მიერ, ქართული YouTube ეკოსისტემისა და კრეატორების გაძლიერებისთვის შექმნილი პროექტ Creator-ის გამარჯვებული ცნობილია. მთელი სეზონის განმავლობაში, 9 მონაწილე ფინალში მოსახვედრად ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ბოლო ეპიზოდში კი მხოლოდ 2 მონაწილე - ვერიკო ბაზალი (Veriko Bazali) და ომარ კაკუშაძე (WildDoc) გადავიდა. ფინალისტების გამოვლენა ჟიურისა და მაყურებლების შეფასების საფუძველზე მოხდა. პროექტის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა. მას საქართველოს ბანკისგან გადაეცა ფულადი პრიზი 20 000 ლარის ოდენობით. "ჩემი პირველი ემოცია სიხარულთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნება იყო. გახდე Creator-ის გამარჯვებული ნიშნავს, რომ ადამიანები გენდობიან და შენი სჯერათ. ეს ის მომენტია, როცა არ გაქვს უფლება გაჩერდე. გარდა ამისა, ახლა უფრო მეტი ყურადღებაა შენზე, თუ რას და როგორ გააკეთებ - ხარისხი, სიხშირე, საინტერესო შინაარსი. ეს, ერთი მხრივ, გამოწვევაა და, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა და ნდობა, რომელიც ჟიურიმ და მაყურებელმა გამომიცხადა - რაც ჩემთვის ძალიან დასაფასებელია და ძალიან მადლიერი ვარ ამის. ამ პროექტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა შესაძლებლობებში და გამარჯვებამ მომცა ძალა და თავდაჯერება, ვაკეთო ის, რაც მინდა - ამისათვის კი საჭიროა, გადადგა პირველი ნაბიჯები და შემდეგ არ გაჩერდე", - აღნიშნავს ვერიკო ბაზალი. ინფორმაციისთვის, Creator-ის პროექტში დამწყებ იუთუბერებს აფასებდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ და ახალ დავალებებს აძლევდნენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ამასთან, მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ჰყავდა მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებდა და დავალების შესრულებაში ეხმარებოდა. ფინალური ეპიზოდის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://www.youtube.com/@argacherde
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)