16:12 - 11 May, 2026
|
2016-03-29 14:19:54, 1144 ნახვა
მსოფლიო
აშშ: სავჩენკოს 2 რუსულ მოქალაქეზე გადაცვლას არ განვიხილავთ
ამერიკის საელჩოში აცხადებენ, რომ უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთის მოქალაქეებზე ვიქტორ ბუტასა და კონსტანტინ იაროშენკოზე გადაცვლა არ განიხილება, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ვიქტორ ბუტა ამერიკაში 25 წლიან პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალი, კოლუმბიური რადიკალური დაჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებაში ედება. იაროშენკო, რომელსაც 20 წელი აქვს მისჯილი და სასჯელს ასევე ამერიკის ციხეში იხდის, პატიმრობაში ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის იმყოფება. აშშ-ის საელჩოს პრეს-მდივანის თქმით, სავჩენკოს გადაცვლა არ განიხილება. შეგახსენებთ, რომ უკრაინელ მფრინავს რუსეთის სასამართლომ, ორი რუსი ჟურნალისტის მკველობისთვის 22 წელი მიესაჯა.
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)