|
2026-01-21 17:44:56, 2715 ნახვა
კომენტარი
რუტე - ნატოს მთავარი საკითხი უკრაინაა და არა გრენლანდია
ნატოს მთავარი საკითხი უკრაინაა და არა გრენლანდია- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა რუტემ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. „რისკი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, გრენლანდიაზე გაამახვილებთ ყურადღებას, რადგან ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს საკითხი მშვიდობიანად მოგვარდეს. თუმცა, გრენლანდია მთავარი საკითხი არ არის. ამჟამად მთავარი საკითხი უკრაინაა. ცოტათი ვნერვიულობ, რომ ამ სხვა საკითხებზე ამდენი ფოკუსირებით (უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაციის) კონტროლი შეიძლება დავკარგოთ“, - განაცხადა რუტემ პოლონეთის პრეზიდენტი ნავროცკიც იზიარებს ამ აზრს. „რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინის საკითხი უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ პოლონეთისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგისთვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. და მე ვფიქრობ, რომ გრენლანდიის საკითხი არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკრაინაზე არ ვფიქრობთ“, - აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)