08:12 - 10 May, 2026
|
2026-01-09 00:52:14, 2342 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმი აპირებს კიევს უძლიერესი ძალით დაარტყას - აშშ კიევში მოქალაქეებისადმი მიმართვას ავრცელებს
აშშ-ს საელჩომ კიევში უსაფრთხოების გაფრთხილების განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს საელჩომ პოტენციურად მოსალოდნელი მნიშვნელოვანი საჰაერო შეტევის შესახებ ინფორმაცია მიიღო. განცხადების თანახმად, შეტევა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს შესაძლოა მოხდეს. "საელჩო, როგორც ყოველთვის, ურჩევს აშშ-ს მოქალაქეებს იყვნენ მზად დაუყოვნებლივ თავშესაფარში გადასასვლელად, თუ საჰაერო განგაში გამოცხადდება," - ნათქვამია განცხადებაში. საელჩო აშშ-ს მოქალაქეებს მოუწოდებს ისეთი ზომების მიღებას, როგორიცაა განგაშის შემთხვევაში თავშესაფრის ადგილების წინასწარ განსაზღვრა, წყლის, საკვების და მედიკამენტების მარაგის შენახვა, მობილურისთვის სანდო საჰაერო განგაშის აპლიკაციის ჩამოტვირთვა და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)