|
2026-01-02 17:20:05, 2973 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ბუდანოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა
ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისს ანდრიი ერმაკის ნაცვლად, ГУР-ის შეფი - კირილ ბუდანოვი ჩაუდგება სათავეში. „მე შევხვდი კირილ ბუდანოვს და ის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავპატიჟე. უკრაინამ ახლა უფრო მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განვითარებაზე, ასევე დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს ამ მიზნებს მოემსახურება. კირილოს ამ სფეროებში სპეციალიზებული გამოცდილება და შედეგების მისაღწევად საჭირო ძალა აქვს. მე ასევე დავავალე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან და სხვა შესაბამის ლიდერებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, განაახლოს და დასამტკიცებლად წარადგინოს ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისა და განვითარების სტრატეგიული ჩარჩო, ასევე შემდგომი ნაბიჯები“, - განაცხადა ზელენსკიმ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)