|
2016-03-28 10:25:02, 1057 ნახვა
მსოფლიო
კურტ ვოლკერი: ბაშარ ასადის ხელისუფლების სათავეში დარჩენა, “ისლამური სახელმწიფოს” ძალაუფლების შენარჩუნებას ნიშნავს
“ბაშარ ასადის ხელისუფლების სათავეში დარჩენა, “ისლამური სახელმწიფოს” ძალაუფლების შენარჩუნებას ნიშნავს, ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ასადის მოსაშორებლად”, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროს ინფორმაციით, ვოლკერმა აღნიშნა, რომ რუსეთს სირიაში ბაზების შენარჩუნება, დამასკოს რეჟიმთან და ირანის ხელისუფლებასთან ურთობიერთობები, ამით კი ახლო აღმოსავლეთის პროცესებში გავლენის ხაზგასმა სურს. “პრეზიდენტ პუტინს ქვეყნის შიგნით რეიტინგის ზრდა სწადია, რასაც აღწევს კიდეც ქვეყნის გარეთ ძალის დემონსტრირების ხარჯზე. თუ აშშ-ს სირიიდან ბაშარ ასადის წასვლა სურს, მან უფრო მეტი უნდა გააკეთოს ამისთვის. მე ვერ ვხედავ ვაშინგტონის მონდომებას რუსეთი შეაჩეროს სირიის მოვლენებში ჩაურევლობისგან, პირიქით ჩვენ თითქოს ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთს ამ პროცესში მონაწილეობის საშუალება მივცეთ. ამ ეტაპზე, კონფლიქტის ესკალაცია და ექსპანსია სახეზეა გეოგრაფიული, გეოსტრატეგიული გადასახედიდან და ეს დინამიკა შემაშფოთებელ მასშტაბებს აღწევს. მე ვერ დავიჯერებ, რომ მოსკოვს სირიაში იგივე სურს, რაც ჩვენ. აშშ-ი არც ევროპას ეხმარება მიგრანტთა კრიზისის დაძლევაში, რაც პირდაპირი გამოძახილია ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის და მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვისაც. აშშ-ს პირდაპირი ინტერესი აქვს, რომ ევროპაში ტერორიზმის გავრცელების საფრთხე მოისპოს და ამისთვის ყველანაირად დავეხმაროთ ევროპას“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა. მისივე თქმით, თურქეთის ინტერესები ასევე გამოკვეთილია, და ხშირად მისი მიზნები რუსეთთან წინააღმდეგობაში მოდის. „თუმცა ვაშინგტონმა უნდა აღიაროს, რომ თურქეთი ბევრად ესადაგება მის ინტერესებს, ვიდრე მოსკოვის ქმედებები. და ბოლოს, რჩევის სახით, ვიტყვი: უნდა ვაღიაროთ, რომ ბაშარ ასადის ხელისუფლების სათავეში დარჩენა, “ისლამური სახელმწიფოს” ძალაუფლების შენარჩუნებას ნიშნავს, ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ასადის მოსაშორებლად. ზოგადად, ამ პროცესებში პასიურ მხარდაჭერას აქტიური ჩართულობა უნდა ვარჩიოთ, სიტუაცია კი შესაძლოა მხოლოდ ჩვენი მიდგომის ცვლილებით დარეგულირდეს. რაც შეეხება დიპლომატიურ დარეგულირებას, ჯერ ამ პროცესზე აქტიურად არ უნდა ვიმუშაოთ, თავდაპირველად მნიშვნელოვანია ადგილზე გარკვეული წარმატება ვიხილოთ“, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)