|
2016-03-27 16:31:24, 1746 ნახვა
სპორტი
ზვიად კვაჭანტირაძე: ჟოზეფ დაული არაფერს წყვეტს ევროპარლამენტში, იგი წევრიც არაა და მისი სახელიც კი არ ახსოვთ საფრანგეთში
"ჟოზეფ დაული არაფერს არ წყვეტს ევროპარლამენტში, იგი წევრიც კი არაა და მისი სახელიც კი არ ახსოვთ საფრანგეთში. ეს ნაცმოს და სააკაშვილის მორიგი პიარული სვლაა ამომრჩევლის დაშანტაჟების მიზნით",-ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჯოზეფ დაულის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდება. "ყველა მინდა დაგაწყნაროთ. ეს კაცი, ჟოზეფ დოლი არაფერს არ წყვეტს ევროპარლამენტში, იგი წევრიც კი არაა და მისი სახელიც კი არ ახსოვთ საფრანგეთში. ეს ნაცმოს და სააკაშვილის მორიგი პიარული სვლაა ხალხის, ამომრჩევლის დაშანტაჟების მიზნით და თუნდაც ამისთვის, ამ აფიორისთვის მკაცრად მოგთხოვთ პასუხს და არ გაპატიებთ!
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)