16:05 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 13:10:52, 1051 ნახვა

მსოფლიო
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბდულ ალ-კადული მოკლეს

"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი სირიაში კერძოდ კი ანტიკურ ქალაქ პალმირაში აშშ-ის კოალიციის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს მოკლეს, - ამის შესახებ Reuters იტყობინება.

როგორც მედია საშუალება აშშ-ის თავდაცვის მდივანზე, ეშ კარტერზე დაყრდნობით წერს, მარტში განხორციელებული იერიშების შედეგად ჰაჯი იმამის სახელით ცნობილი, აბდულ რაჰმან მუსტაფა ალ-კადული მოკლეს.

 ეშ კარტერის თქმით, ოპერაცია ალ-კადულის დასაკავებლად იყო მიმართული და მისი მოკვლა გეგმაშ არ იყო, თუმცა მას შემდეგ რაც საჰაერო ძალების ერთ-ერთი თვითმფრინავი დაცხრილეს, მებრძოლებმა მიირეს გადაწყვეტილება საჰაერო დარტყმებზე გადასულიყვნენ. სწორედ ამის შედეგად გარდაიცვალა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ვაშინგტონმა ფულადი ჯილდოს სახით 7 მილიონი დოლარი კადულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ დააწესა. იგი "ისლამურ სახელმწიფოში" მნიშვნელობით მეორე ლიდერად იყო ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics