|
2025-12-05 12:33:24, 6959 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა
საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია აგროჰაბი საკუთარი ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად ჰიპერმარკეტის ახალი ფილიალი ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, #19-ში გაიხსნა. ახალი ფილიალი სავაჭრო სივრცეს, კაფეს, ტერასას და გარე და შიდა საპარკინგე სივრცეებს აერთიანებს. ის სრულად მომხმარებლის ინტერესებზე არის მორგებული. ფილიალში დასაქმებულია ადგილობრივი 300-ზე მეტი თანამშრომელი. საწარმოში კი ყოველდღიურად 1,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი მზადდება. ინფორმაციისთვის, აგროჰაბის პირველი ფილიალი 2016 წელს გაიხსნა და ის აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტია საქართველოში. კომპანია თავად აწარმოებს სხვადასხვა პროდუქტს. მას აქვს ISO22000 სტანდარტით სერტიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, ფერმები, ხორცპროდუქტების, პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტროს, ნახევარფაბრიკატებისა და საკონსერვო საამქროები, ასევე საკუთარი ღვინის მარანი. აღსანიშნავია, რომ აგროჰაბში წარმოდგენილი პროდუქტები ნატურალური ქართული ნედლეულისგან მზადდება და ის წარმოების ყველა ეტაპზე მრავალსაფეხურიან შემოწმებას გადის. „აგროჰაბის ქუთაისის ფილიალი არის რიგით მეორე, ბათუმის შემდეგ, რომელიც რეგიონის მასშტაბით გაიხსნა. ჩვენი მიზანია, უფრო მეტ მომხმარებელს ჰქონდეს მაღალი ხარისხის პროდუქტთან და მომსახურებასთან წვდომა. ჩვენთვის ეს ზრდისა და მომხმარებელთან უფრო ახლოს ყოფნის კიდევ ერთი ნაბიჯია, ხოლო რეგიონისთვის ეკონომიკური სტიმული, რადგან მსგავსი ინიციატივები ქალაქში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და დასაქმებას უწყობს ხელს. საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი პარტნიორობა ჩვენი საქმიანობის სტაბილურად განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს არის თანამშრომლობა, რომელიც საერთო ხედვას ეფუძნება - ხელი შევუწყოთ ქართული წარმოების განვითარებას, მომხმარებლების წახალისებას და ეკოსისტემის გაძლიერებას. წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის: ფერმერული და სასათბურე მეურნეობების გაძლიერება, ცენტრალური წარმოების გაფართოება და უახლესი პროექტი - ცენტრალური წარმოების მზის პანელებით აღჭურვა, რაც ენერგოეფექტიანობისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ერთობლივად შექმნილმა აქციებმა და შეთავაზებებმა ათასობით ერთგული მომხმარებელი გააერთიანა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პარტნიორობის მიზანი ნამდვილად მომხმარებლის კმაყოფილებაზე არის ორიენტირებული. სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მომხმარებლებს არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ“, - განაცხადა აგროჰაბის დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა ინფორმაციისთვის, აგროჰაბის ქუთაისის შენობის დიზაინზე არქიტექტურულმა კომპანია „სტუდია9“ - მ იმუშავა, რომელიც 2025 წელს პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის Architizer A+Awards - ის გამარჯვებული გახდა.
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)