|
2025-11-12 11:48:06, 1135 ნახვა
ეკონომიკა
მეორე სრულად ელექტრო SUV Porsche-სგან – Cayenne Electric-ის მსოფლიო პრემიერა ონლაინსივრცესა და დუბაიში გაიმართება
შესრულების, მრავალფეროვნებისა და ყოველდღიური პრაქტიკულობის იდეალური კომბინაცია - ეს განახლებული, Porsche-ს რიგით მეორე სრულად ელექტრო SUV - Cayenne-ია, რომლის მსოფლიო პრემიერა მომავალ კვირას შედგება. ახალი მოდელის წარდგენა ორ ეტაპად არის დაგეგმილი: 19 ნოემბერს ელექტრო SUV-ის ციფრული დებიუტი Porsche-ს ვებ-გვერდზე, YouTube არხსა და LinkedIn-ზე შედგება, 22 ნოემბერს კი საჯარო პრემიერა დუბაიში, Icons of Porsche ფესტივალზე გაიმართება - რეგიონის მასშტაბით ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც წელს უკვე მეხუთედ ტარდება. ფესტივალი თავისი მასშტაბით გამორჩეულია და მხოლოდ გასულ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სპორტული ავტომობილების 28 000-მდე გულშემატკივარი Porsche-ს საგამოფენო სივრცეში გააერთიანა. უკვე ორ ათწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სპორტული ავტომობილების ლეგენდარულმა ბრენდმა Porsche-მ მოდელი Сayenne წარადგინა და ამ გზით ბაზარზე ახალი ნიშა დაიკავა. 2002 წლიდან ეს სპორტული SUV მძლავრი სამუშაო მახასიათებლებისა და ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო პრაქტიკულობის სინთეზის სიმბოლოდ იქცა. ახალი Сayenne-ის გამოშვებით კი საფუძველი ჩაეყარა ახალ ეტაპს ამ მოდელის ისტორიაში - ის გამოირჩევა დინამიკურობითა და ხანგრძლივი მგზავრობებისა თუ უგზოობისას საჭირო კომფორტით. ახალი Cayenne-ი Porsche-ს ელექტრომობილების უახლეს არქიტექტურულ ბაზაზეა შექმნილი და სპორტული SUV-ს ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, როგორც სამუშაო მახასიათებლებისა და დატენის შესაძლებლობების კუთხით, ისე კომფორტისა და ციფრული მახასიათებლების თვალსაზრისითაც. ელექტრო SUV შიგაწვის ძრავის მქონე და ჰიბრიდული მოდელების ხაზს დაემატება. ახალი Porsche Cayenne Electric-ის მსოფლიო ციფრული პრემიერა 19 ნოემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება. Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)