11:09 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 12:21:54, 455 ნახვა

პოლიტიკა
აგულაშვილი: მთავარია, სახელმწიფომ ფარული როგორც გადაღების, ასევე მასალის გავრცელების პრაქტიკა აღმოფხვრას

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მთავარია,  სახელმწიფომ ფარული როგორც გადაღების, ასევე მასალის გავრცელების პრაქტიკის აღმოფხვრა მოახერხოს.

„რათა  ეს უმსგავსი და უკანონო საქციელი არ გახდეს მავანთა ხელში ინსტრუმენტი პოლიტკური, ეკონომიკური, თუ სხვა ტიპის ბრძოლისა და შანტაჟისა“, - განუცხადა აგულაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, ნაჩქარევია საუბარი იმის თაობაზე, რომ პროკურატურა პირადი ცხოვრების შემცველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიებას ვერ ახერხებს:

„ვერ ახერხებს პროკურატურა გამოძიებას, მემგონი დასკვნა ნაჩქარევია, იმიტომ, რომ არსებობს გარკვეული გონივრული ვადა იმისათვის, რომ მივიღოთ, ან არ მივიღოთ ამ ტიპის გადაწყვეტილება და ასეთი დასკვნა გავაკეთოთ.  ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, არსებობს შესაძლო აუცილებლობა იმისა, რომ მივიღოთ დამატებითი კონსულტაციები ჩვენი პარტნიორების მრიდან და რამდენადაც ვიცით, ეს პროცესი ასე  მიდის კიდეც“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics