|
2025-10-22 17:55:43, 1155 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ ხილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გამოფენაში - Fruit Attraction 2025 - მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა. გამოფენაში ქართველ მწარმოებლებთან ერთად ჩართული იყო 2 200-ზე მეტი კომპანია მსოფლიოს 150 ქვეყნიდან. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები და მწარმოებლები მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მარიო სტეტას შეხვდნენ და სექტორის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე ევროპასა და აზიას შორის მოცვის მიწოდების ჯაჭვში. საქართველოდან მოცვის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდია. მიმდინარე წლის სამ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 6,900 ტონა კენკროვანი გაიყიდა საზღვარგარეთ, რაც წლიურად 39%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება შემოსავლებშიც: საქართველომ მოცვის ექსპორტიდან 46 მილიონი აშშ. დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 65%-ით მეტია. თიბისი, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერი, მოცვის კულტურის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს. მხოლოდ კორპორატიულ სექტორში ბანკის მიერ 300 ჰექტარზე მეტი მოცვის პლანტაციებია დაფინანსებული. საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს ჩართულობით კი თიბისი ხელს უწყობს, ქართული პროდუქციის ცნობადობის ზრდას, ბაზრების გაფართოებასა და საქართველოს აგრარული პროდუქციის აღიარებას გლობალურ დონეზე.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)