|
2025-10-12 09:01:35, 2579 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ბაშკორტოსტანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონის იერიშის შესახებ განაცხადა.
11 ოქტომბრის დილით, უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა ურფაში, უკრაინის საზღვრიდან 1400 კილომეტრში მდებარე „ბაშნეფტ-უნპზ“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს. ამის შესახებ „РБК-უკრაინა“ და „სუსპილნე“ უსაფრთხოების სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან. გამოცემების ცნობით, დარტყმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის „A“ დრონებით განხორციელდა. თავდასხმის შემდეგ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და ადგილზე სახანძრო ტექნიკა გაიგზავნა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ნედლი ნავთობის გადამამუშავებელი ობიექტის, „ЕЛУ-АВТ-6“-ის მახლობლად გაჩნდა. უფა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ცენტრია და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საწვავს ამარაგებს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ეს ბაშკორტოსტანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული მესამე დარტყმაა. „ასეთი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის ზურგში უსაფრთხო ადგილები არ არსებობს“. „უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია მტრის ტერიტორიაზე ნებისმიერ ობიექტამდე მიაღწიოს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის წინ წაწევაზე მუშაობენ“, - განუცხადა წყარომ „РБК-უკრაინას“. როგორც Bloomberg აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს, სოციალურ მედიაში გამოჩნდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიიდან სქელი კვამლი ამოდის. უფაში მდებარეობს „ბაშნეფტის“ („როსნეფტის“ შვილობილი კომპანია) საკუთრებაში არსებული სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა: „ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, „ბაშნეფტ-უნპზ“ და „უფანეფტეხიმი“. მათი ერთობლივი გადამუშავების სიმძლავრე წელიწადში 23,5 მილიონი ტონა ნავთობია. ადრე, 13 სექტემბერს, უკრაინულმა დრონებმა თავს დაესხნენ „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. რეგიონის გუბერნატორის, რადი ხაბიროვის თქმით, ერთ-ერთი დრონი მიწიდან მსხვილკალიბრიანი იარაღით ჩამოაგდეს, თუმცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი მაინც გაჩნდა. ათი დღის შემდეგ, 24 სექტემბერს, უკრაინულმა დრონებმა ბაშკორტოსტანში კიდევ ერთ ენერგეტიკულ ობიექტს - „გაზპრომ ნეფტეხიმ სალავატის“ ქარხანას დაესხა თავს.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)