|
2025-10-02 18:32:25, 1656 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არ გაჩერებულა
ეკონომიკის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არ გაჩერებულა - ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. "გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ზოგიერთ მედიასაშუალებაში და სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის პროექტის მშენებლობა შეჩერდა და იქ სამშენებლო სამუშაოები აღარ მიმდინარეობს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია არის ტყუილი და მიზანმიმართულად ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გვსურს განვმარტოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა: შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა" და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ ერთობლივ საწარმოს (რომლის წამყვანი წევრია ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V.) შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება შედგება ორი ეტაპისაგან: მობილიზაცია/პროექტირება და უშუალოდ მშენებლობა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე სამობილიზაციო სამუშაოები (I ეტაპი) ოფიციალურად დაიწყო 2024 წლის 16 სექტემბერს. გასული თვეების განმავლობაში ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა ტალღმტეხის მშენებლობისათვის საჭირო 200 000 კუბურ მეტრზე მეტი კლდოვანი მასა/ქვის ლოდები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. პარალელურ რეჟიმში ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა (ზღვის ფსკერის ბათიმეტრია, ასაშენებელი ტალღმტეხის ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის კვლევა-შეფასება და ა.შ) ევროპული კომპანიების მიერ, ხოლო ავტორიტეტულმა ჰოლანდიურმა კომპანიამ Royal Haskoning DHV მოამზადა ტალღმტეხის დეტალური დიზაინი/პროექტი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყო სამიმოსვლო გზები, სამშენებლო მოედანზე მოხდა ყველა საჭირო კომუნიკაციის შეყვანა, დასრულდა ბეტონის ქარხნისა და ბეტონის დამცავი ბლოკების საწარმოო პოლიგონის მონტაჟი. პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობდა სამობილიზაციო და საპროექტო სამუშაოებს, დასრულებულია და უკვე გაცემულია შესაბამისი სამშენებლო ნებართვაც. ამჟამად მიმდინარეობს სამობილიზაციო ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების საბოლოო შეფასება, რის შემდეგაც კონტრაქტორი სამშენებლო სამუშაოებს ოფიციალურად შეუდგება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო პროექტის ფარგლებში საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების გაწევის მიზნით, პროექტში ერთვება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელთანაც უახლოეს დღეებში გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. აქვე აღვნიშნავთ, რომ აქტიურად გრძელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შესარჩევ პროცესში მონაწილე კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით საკითხების დაზუსტების პროცესი, რომლის დასრულების შემდეგაც ხელი მოეწერება საბოლოო ხელშეკრულებას." - წერია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)