|
2025-09-09 15:32:09, 1824 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, უზბეკეთში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით და თიბისი ბიზნესისთვის მხარდაჭერით, 9 ოქტომბერს, ტაშკენტში, ბიზნესგამოფენა - „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება და მასში მონაწილეობას ქართული ბიზნესები მიიღებენ, სხვადასხვა სექტორიდან. ფორუმი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას 4000-ზე მეტი სტუმარი და 50-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრება, როგორც უზბეკეთიდან, ისე - სხვადასხვა ქვეყნიდან. პირველ დღეს გაიმართება კონფერენცია - ,,საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზა“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს მხრიდან გამოფენაში მონაწილე კომპანიები, ისე - უზბეკეთის ბიზნესსექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლები. ბიზნესგამოფენაზე 50- მდე ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომლებიც გამოფენის პარალელურად, თავიანთ ბიზნესს უზბეკ მომხმარებელს სცენიდან გააცნობენ. კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესად გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი, მისი თავისებურებები, გამოწვევები და შესაძლებლობები. კონფერენციაზე მონაწილეები პირადად შეხვდებიან სხვადასხვა ბიზნეს და საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელს თუ ინვესტორს და გამართავენ B2B შეხვედრებს. კონფერენციის პირველი ნაწილი იმ ქართული ბიზნესების წარმომადგენლებს დაეთმობათ, რომლებმაც უზბეკეთის ბაზარზე უკვე წარმატებით დაიმკვიდრეს თავი. სპიკერები დამსწრე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ უზბეკეთის ბაზარზე გასვლასთან დაკავშირებით. გამომსვლელებს შორის იქნება ნუკრი თეთრაშვილი, თიბისი უზბეკეთის აღმასრულებელი დირექტორი. კონფერენციის მეორე ნაწილში უზბეკეთის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მათ შორის - ეკონომიკის, ინვესტიციების სამინისტროს, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრები. სპიკერები აუდიტორიას უზბეკეთის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, შესაძლებლობებსა და საინვესტიციო გარემოს გააცნობენ, მათ შორის, კომპანიების რეგისტრაციის და საქმიანობის წამოწყების პროცედურებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია იმ საკონტაქტო პირების შესახებ, რომლებიც ბიზნესებს აღნიშნული პროცესების ეფექტიანად განხორციელებაში დაეხმარებიან. ბიზნესგამოფენაზე დასასწრებად, ასევე, ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: გამოფენა | Sales Association წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)