|
2025-08-25 19:41:56, 1478 ნახვა
ეკონომიკა
BOG-ის მხარდაჭერით, ქართულ-გერმანულმა კომპანია "ედელინგმა" წარმოება განავითარა (რ)
საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქართულ-გერმანულმა კომპანია ედელინგმა წარმოება განავითარა. ედელინგი თხილისა და კაკლოვანი პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც 2017 წელს დაარსდა. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს, ამუშავებს და ექსპორტზე გააქვს. გასულ სეზონზე ედელინგმა 780 ტონა თხილი გადაამუშავა. წარმოების გასავითარებლად, საქართველოს ბანკმა 3 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური ინვესტიცია განახორციელა. "საქართველოს ბანკისთვის რეგიონების განვითარება უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა რეგიონებში მასშტაბური პროექტები განხორციელდეს და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდნენ. კომპანია ედელინგი ქართულ-გერმანული საწარმოა და ევროპის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. აღნიშნული დაფინანსებით კომპანიამ წარმოება გააძლიერა, სამომავლოდ კი უფრო მეტად გაფართოებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი ვაგრძელებთ რეგიონებში არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას" - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)