|
2016-03-22 14:40:48, 1692 ნახვა
Lifestyle
პეტრიაშვილი: ომია ბატონო ევროპოლიტიკოსებო! სენტიმენტალური ფრაზების დრო დასრულდა
„ომია ბატონო ევროპოლიტიკოსებო! ლამაზი და სენტიმენტალური ფრაზების დრო დასრულა“, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აფეთქებებს. ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კითხულობს, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ევროპოლიტიკოსები გამოფხიზლდნენ. ალექსი პეტრიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „კიდევ რა უნდა მოხდეს ნეტავ და რამდენჯერ, რომ გამოფხიზლდეს ევროპის პოლიტ ელიტა? მშვიდობის მარშები და ჟე სუი ზავენტემ/მალბეკ რო აღარ ყოფნის ტერორიზმთან ბრძოლას, რთული მისახვედრია? სრულმასშტაბიანი ომია და უმაღლესი ევრო ლიდერები "ჩემი ფიქრები ბრიუსელთან და ბრიუსელელებთანაააო". კარგი რა მამაძაღლი. ბოლო ბოლო კითხეთ ვვპ-ს (ხო სიმპატტიზირებთ ნაწილი მაინც) და გეტყვით მარტივ ფორმულას: „მოჩიწ ნადა ვსეხ ვ სორწირე!“ ომია ბატონო ევროპოლიტიკოსებო! ლამაზი და სენტიმენტალური ფრაზების დრო დასრულდა!“, - წერს პეტრიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)