07:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 10:22:36, 479 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: მე რომ წარმომადგენელი მყავდეს, ის სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა მესიჯს მიიტანდა კარასინამდე

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით,  აბაშიძე-კარასინის ფორმატი  გადასახედია და  ის დაზუსტებას საჭიროებს.

როგორც მარგველაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, აბაშიძე მხოლოდ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე უნდა მსჯელობდეს და არა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.

"გრიგორი კარასინს პასუხი უნდა გასცეს ზურაბ აბაშიძემ და  საკადრისი პასუხი. როგორც მოვისმინეთ, იქ ამ საკითხებზე არ იყო არანაირი პასუხი გაცემული. პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია და დასაზუსტებელია უფრო მკვეთრი გაწერით, რომ იქ პოლიტიკურ თემატიკაზე იმასთან დაკავშირებით, რომ როგორი უნდა იყოს რიტორიკა, ქართული მხარის და სხვა თემებთან დაკავშირებით, ვიცოდეთ, რომ იქ ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს. პირველი ესაა დასაზუსტებელი და მეორე, ალბათ ასეთი ტიპის განცხადებებს თუ ის პრაღის ფორმატში მოხდება, უნდა ყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი ამ ფორმატშივე, ის არის პრემიერმინისტრის წარმომადგენელი, მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ჩემი წარმომადგენელი სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics