|
2025-06-29 12:29:34, 926 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ერთ-ერთმა პირმა, მიმდინარე წლის 25 ივნიის, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. რაც შეეხება მეორე, პირს, უწყების ცნობით, ის დანაშაულს შეესწრო, თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2004 წელს დაბადებული ა.ა. და 2001 წელს დაბადებული ბ.ი. დააკავეს. ა.ა. - ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უაკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო ბ.ი. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძებით დადგინდა, რომ ა.ა. - მ, მიმდინარე წლის 25 ივნიის, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2000 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ა. - ს თანმხლები პირი, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ბ.ი., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულების სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)