2016-03-17 18:24:10, 424 ნახვა
პოლიტიკა
პან გი მუნი რუსეთს ნადია სავჩენკოს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი რუსეთს მოუწოდებს, რომ ნადია სავჩენკოსთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოს, - ამის შესახებ განცხადება პან გი მუნის პრესმდივანმა გააკეთა.
ორგანიზაციის გენერალური მდივანი ოფიციალური მოსკოვისგან სამართლებრივი პროცედურების დაცვასაც მოითხოვს.
ანალოგიური მოთხოვნით რუსეთის ხელისუფლებას გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც მიმართა. ობამამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ნადია სავჩენკოს გათავისუფლებისკენ სატელეფონო საუბრის დროს მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელ მფრინავს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ. მოსამართლე განაჩენის გამოტანას 21 მარტს დაიწყებს და, სავარაუდოდ, ეს პროცესი მეორე დღეს დასრულდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან