|
2016-03-17 10:06:34, 1821 ნახვა
სპორტი
პრემიერი: მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკებების პროცესი აირჩიეს
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოხარულია, რათა სტუდენტებმა პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკებების პროცესი აირჩიეს. პრემიერის თქმით, მისთვის თითოეული სტუდენტისა და ახალგაზრდის აზრი მნიშვნელოვანია. "ჩვენი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის განათლების სისტემის რეფორმა, რაც გულისმხობს უმაღლესი განათლების სისიტემის ძირეულ ცვლილებებს. ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს ამ პროცესში და გავითვალისიწინებთ მათ აზრს", -განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, უნივერსიტეტის თვითმმართველობაზე ნეგატიური აზრი შეიქმნა, რადგან წარსულში თვითმმართვერლობას და სტუდენტების გულწრფელ პროტესტს პოლიტიკოსები საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებდნენ. "ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ხედვას. თვითმმართველობაც თავისთავად საჭიროებს რეფორმებს, ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ თითოეულ სტუდენტს, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ისეთ მოდელს, რომელიც იქნება პროგრესული, სადაც აღარ იქნება მიზეზი იმისა, რომ სტუდენტები ქუჩაში გამოდიოდნენ და სასწავლო პროცესი იშლებოდეს",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ სასწავლო პროცესი განახლდება და ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება, რაც მისასალმებელია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)