|
2025-05-22 12:03:33, 1141 ნახვა
სამართალი
"FARA"-ს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მედიებმა - სტუდია მონიტორმა და საქართველოს ამბებმა "FARA"-ს კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. "საიამ, სტუდია მონიტორმა, საქართველოს ამბებმა და მათმა ხელმძღვანელმა პირებმა ქართული ოცნების მორიგი რეპრესიული კანონი - "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. სარჩელი 15 მაისს შევიტანეთ. ამ სარჩელით ვითხოვთ როგორც კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, ასევე მათი მოქმედების შეჩერებას, რადგან ამ კანონის ამოქმედება მყისიერ საფრთხეს აყენებს იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რომელთა საქმიანობაც, შეიძლება, უსაფუძვლოდ მოაქციონ კანონის რეგულირების ფარგლებში". - თქვა საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ. ქურდოვანიძის თქმით, ამ კანონს რეპრესიულად გამოიყენებენ. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, რომ ამ კანონის მოქმედება შეაჩეროს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიღებული "FARA"-ს კანონი 31 მაისიდან ამოქმედდება. მისი აღმასრულებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება. განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)