|
2025-05-20 19:51:15, 1117 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციისა და მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული და გასაღების მიზნით ლოკაციებზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალება. ასევე ელექტრო სასწორები, შესაფუთი მასალა, ფულადი თანხა და კრიპტოვალუტა, რომელსაც ანგარიშსწორებისას იყენებდნენ. დაკავებულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-2603 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-2603 მუხლის პირველი ნაწილით, 2603 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2731 მუხლის მე-6 ნაწილით და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)