03:16 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 18:21:04, 441 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე: დამრჩა განწყობა, რომ შეხვედრის ტონალობა იყო საქმიანი

პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულმა მხარემ სხვა საკითხებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჯარიაშენთან ოკუპანტების მიერ დაწყებულ გზის სამშენებლო სამუშაოებზე დააფიქსირა პოზიცია.

 „მე დამრჩა განწყობა, რომ ჩვენი შეხვედრის ტონალობა იყო საქმიანი. ჩვენ საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხებზე და როგორც უკვე მოგახსენეთ, რამდენიმე თემასთან დაკავშირებით წინ გადავდგით ნაბიჯი, ეს რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, სავაჭრო ურთიერთობებს, 2011 წლის შეთანხმებას. იქ რამდენიმე საკითხი წავწიეთ კიდევ სერიოზულად წინ. ეს რაც შეეხება ჩვენი საუბრის შინაარსს და არსს. ჩვენი მხრიდან დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია იმ დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხდებოა საოკუპაციო ხაზზე. მათ აქვთ თავისი პოზიცია. რამდენადაც მე ვიცი, ამის შესახებ ისაუბრა ბატონმა კარასინმა. რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს შორის არის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები. ბუნებრივია უფრო საგნობრივი, დეტალური საუბარი გაგრძელდება ჟენევაში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics