10:42 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 14:24:35, 642 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართება

„მე პირადად მის  პროფესიონალიზმს და პრინციპულობას ვიცნობ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობის შიგნით მოხდება“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით  განაცხადა.

ბესელიას თქმით, პერსონალური განწყობით და დამოკიდებულებით გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება.

„მე პირადად  მის პრინციპულობას და პროფესიონალიზმს ვიცნობ, მაგრამ  ბუნებრივია ასეთი გადაწყვეტილებების დროს  პერსონალური განწყობით, დამოკიდებულებით საბოლოოდ ვერ მოხდება  გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ უმრავლესობის შიგნით, უკვე  კონსულტაციების შედეგად“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის  თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics