|
2025-05-11 10:05:13, 13254 ნახვა
რეგიონი
ბათუმის მერია - ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები, ხეები და ავტომანქანები
ბათუმში ძლიერი ქარის გამო შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები, ხეები და ავტომანქანები. რაც შეეხება გორგასლის ქუჩაზე დაშავებულ ორ მოქალაქეს, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. “ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა. გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია”,- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)