00:31 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 12:05:40, 708 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ფხალაძის პოზიციაა, რომ არ არის დამნაშავე

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების მოპოვება-გავრცელების საქმეზე დაკავებულ ირაკლი ფხალაძის ადვოკატის ნანა ფილაურის განცხადებით, პროკურატურა მისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, პატიმრობას მოითხოვს, თავად კი, 3 ათას ლარიან გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

"რა ინფორმაციაც მას ჰქონდა, გამოძიებას მიეწოდა. ფხალაძე არის უდანაშაულო. მისი პოზიციაა, რომ არაა დამნაშავე. გირაოს თაობაზე ჩვენი მოთხოვნა დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად დასაბუთებული იქნება, ვიდრე ბრალდების შუამდგომლობა და გადაწყვეტილებაც აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით კანონიერი იქნება",- განაცხადა ფხალაძის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საქართველოს პროკურატურამ 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა გელა ღურწკაიას მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერების წარმომავლობა და დანაშაულში ჩართული იმ პირთა წრე, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ ვიდეოჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics