|
2016-03-16 11:42:10, 564 ნახვა
სამართალი
კუჭავას მეუღლე ქირიას საქმის დოკუმენტების გაცნობას ითხოვს
გვიან ღამით პროკურატურაში იმყოფებოდნენ ბიძინა კუჭავას მეუღლე და ადვოკატიც, რომლებიც პროკურორ ვახტანგ ქირიას საქმის მოწმეთა ბაზის გაცნობას ითხოვდნენ. არ არის გამორიცხული, ამის შემდეგ მეუღლემ ჩვენების ხელმეორედ მიცემა და კონკრეტულ პირთა დაკითხვაც მოითხოვოს. ისინი, ასევე ითხოვენ ინფორმაციას სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით და ვისთან საუბრის შემდეგ გავიდა კუჭავა სახლიდან ქირიას მკვლელობიდან მესამე დღეს. ისინი თბილისის პროკურორის მოადგილეს შეხვდნენ. როგორც კუჭავას ოჯახის ადვოკატმა აღნიშნა, მათ ყველა იმ დოკუმენტის მიღება სურთ რაც პროკურატურას ამჟამად ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობასთან დაკავშირებით აქვთ მოპოვებული. "გვაინტერესებდა ვიდეო მასალების ნახვა და ყველა იმ დოკუმენტების გადმოცემა, რაც მათ აქვთ მოპოვებული. თუნდაც კუჭვას და ქირიას ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია და ვფიქრობთ, რომ შეიძლება ქირიამ დაურეკა კუჭავას და სწორედ ქირიას სატელეფონო ზარის შემდეგ მოხდა კუჭავას სახლიდან გასვლა", - განაცხადა ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ. შეგახსენებთ, პროკურორ ვახტანგ ქირიას ცხედარი ქავთარაძეზე, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 13 იანვარს, დაახლოებით, 16:15 საათზე, ვახტანგ ქირია სახლიდან გავიდა და მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო. გამორთული იყო მობილური ტელეფონი, არ ჩანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა და ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება. 16 იანვარს ის ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში მოკლული იპოვეს. შსს-ს ცნობით, ქირია კუჭავამ მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა კი, თბილისში, იუსტიციის სახლთან დავით პოპოვის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიცია კვალზე იყო გასული. სამართალდამცველების მისვლამდე კი, მან ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)